პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, თუ NATO გადაწყვეტს, პოლონეთი მზად არის ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განთავსდეს.
"თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ განათავსონ ბირთვული იარაღი ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ბირთვული იარაღის გაზიარების ნაწილი, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისათვის", - განაცხადა დუდამ გაზეთ Fakt-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
დუდა პოლონურ მედიას ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა, სადაც გაეროში შეხვედრები გამართა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინის ომი განიხილა. მარტში იგი ეწვია ვაშინგტონს, სადაც შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.