პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ NATO-ს წევრებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3% უნდა დახარჯონ.

„თეთრ სახლში ჩემი ვიზიტის ფარგლებში მსურს, შეთავაზება გავაკეთო და ამის შესახებ მოკავშირეებთან და იენს სტოლტენბერგთანაც ვისაუბრებ, რომ NATO-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი პროდუქტის 2% კი არ დახარჯონ, არამედ 3% და ეს ლიმიტი იყოს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

დუდამ აღნიშნა, რომ თუ მოკავშირეები თავდაცვას გააძლიერებენ, მაშინ ძლიერ ალიანსზე თავდასხმას ვერავინ გაბედავს.

ანჯეი დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 12 მარტს თეთრ სახლს ეწვევიან.