პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ნიუ-იორკში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა თქვა, რომ მას პირადი ურთიერთობა აქვს დუდასთან და ახსოვს, რომ ერთად მუშაობდნენ და დასძინა, რომ "პოლონელებს ის ძალიან უყვართ".
"ის ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად გავატარეთ მშვენიერი ოთხი წელი... ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს პოლონეთს", - თქვა ტრამპმა.
საუბრის შემდეგ ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ეს იყო „მეგობრული შეხვედრა ძალიან კარგ ატმოსფეროში“.