გავლენიანი გამოცემა “პარიზიენი” ექსკლუზიურად აქვეყნებს  ფრანგი დეპუტატის, ალონკლის ანგარიშს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება.

საფრანგეთის საზოგადოებრივი მედია დიდი რეფორმების, უფრო სწორად კი, „რესტრუქტურიზაციის“ მოლოდინშია. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სკანდალური ანგარიში, რომელიც 70 სკანდალურ რეკომენდაციას შეიცავს: არხების გაუქმებიდან – იდეოლოგიურ კონტროლამდე. - წერს მედია.

„ალონკლის ანგარიში“ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შეუძლებელს ითხოვს – გააკეთოს მეტი, გაცილებით ნაკლები ფულით. დოკუმენტი, რომელიც ექვსთვიანი დაძაბული საპარლამენტო მოსმენების კულმინაციაა, მიზნად ისახავს ბიუჯეტის 1 მილიარდი ევროთი შეკვეცას. ეს აღარ არის მხოლოდ ფინანსური ოპტიმიზაცია – ეს მედიაზე ეკონომიკური და იდეოლოგიური „შეტევაა“.

რას ითხოვს კომისია?

• ტელეარხების პირდაპირ გაუქმებას;
• ხარჯების აგრესიულ შემცირებას;
• თანამშრომელთა სტატუსების გადახედვას;
• შინაარსის „აბსოლუტურ ნეიტრალურობას“ (რაც ბევრისთვის ცენზურის ნიშნებს შეიცავს).

„ეს ისტორიული დასუსტებაა“ – მედიის პასუხი

პასუხმაც არ დააყოვნა. France Télévisions-ის პრეზიდენტმა, დელფინ ერნოტმა, ანგარიშს „გამანადგურებელი“ უწოდა: ეს არის ტენდენციური დოკუმენტი, რომელიც ინსინუაციებსა და სიცრუეზეა აგებული. მისი ერთადერთი მიზანი საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიული დასუსტებაა“, — განაცხადა მან სოციალურ ქსელ X-ზე.

ფრანგული მედიასამყარო ორ ბანაკადაა გაყოფილი: ნაწილი რეფორმას აუცილებელ „გამ ჯანსაღებად“ მიიჩნევს, ნაწილი კი – დამოუკიდებელი მედიის დასასრულად.