80-მდე გაიზარდა ლეიბორისტული პარტიის დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებენ, ოთხმა მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

დეპუტატები მოუწოდებენ სტარმერს, ან დაუყოვნებლივ გადადგეს, ან განსაზღვროს პოსტის დატოვების კონკრეტული თარიღი.

მინისტრებმა თანამდებობების დატოვებისას განაცხადეს, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის, მაგრამ საზოგადოებას არ სჯერა, რომ სტარმერს შეუძლია ამის გაკეთება. მათ მოუწოდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამასთან, 110-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს: „ლიდერობის კონკურსის დრო არ არის“.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ადგილობრივ არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა კირ სტარმერის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა. ბოლო დღეებში ლეიბორისტი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს საჯაროდ მოუწოდებენ, გადადგომის თარიღი დაასახელოს.