საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის თებერვალში საქართველოს თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 2022 წლის თებერვალში გამომუშავებულს მნიშვნელოვნად აღემატება.

2023 წლის თებერვალში თბოსადგურების მიერ გამომუშავებულია 642 მილიონ 780 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელ გამომუშავებას (443 მილიონ 703 ათასი კვტსთ) 44,9%-ით აღემატება.

2023 წლის იანვარ-თებერვალში თბოსადგურების მიერ გამომუშავებულია 1 მილიარდ 371 მილიონ 171 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის გამომუშავებულზე (951 მილიონ 623 ათასი კვტსთ) 44.1%-ით მეტია.

2023 წლის თებერვალში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა მთლიან გამომუშავებაში 65.1% შეადგინა, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 49.9% იყო.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის  ხვედრით წილი 65,4% შეადგენს, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 49,7%.

თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მთლიან გამომუშავებაში 2023 წლის იანვარ-თებერვალში,2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 15,7%-ით არის გაზრდილი.