ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს2012 წელთან შედარებით მინიმუმგაორმაგებულია. სასოფლო სამეურნეო მიწისსაშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი,რაც ძალიან დიდი მოტივაციააფერმერებისთვის და მოქალაქეებისთვის.

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მინდაგაგიზიაროთ. ინფორმაცია შეეხებადასრულებულ მშენებლობებსა და ზოგადადუძრავი ქონების ფასს. ხომ საინტერესოა,ზოგადად გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო2012 წელს და დღეს რა მდგომარეობა გვაქვსამ სექტორში. 2013 წლიდან 2023 წლისსექტემბრის ჩათვლით საქართველოშიექსპლუატაციაში მიღებული ობიექტებისსაერთო ფართობმა 23.5 მლნ. კვ. შეადგინა.მათ შორის: დასრულებული საცხოვრებელიშენობების საერთო ფართობი 15.1 მლნ. კვ.- შეადგენს.

ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურადდასრულდა 2.1 მლნ. კვ. ფართობისმშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესულიშენობების საერთო ფართობის საშუალომოცულობას. 0.8 მლნ. კვ. იყო მაშინ.

მათ შორის, აჭარაზე მინდა მოგახსენოთ.

2013-2022 წლებში აჭარაში საშუალოდწლიურად 307 ათას კვ. შენობებისმშენებლობა დასრულდა, რაც 3.5-ჯერაღემატება 2006-2012 წლების საშუალომაჩვენებელს. მაშინ იყო 90 ათასი კვ.. დღესარის 300 000.  ეს კონკრეტული შედეგი ასევეწარმოგიდგინეთ>

ამასთან, 2013-2022 წლებში საშუალოდ 1,4მლნ. კვ. ფართობის საცხოვრებელიშენობები იქნა მიღებული ექსპლუატაციაში,რაც 4.5-ჯერ აღემატება 2012 წლამდესაშუალო მაჩვენებელს. 0.3 მლნ. კვ. . იყომაშინ.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს2012 წელთან შედარებით გაორმაგებულიამინიმუმ. სასოფლო სამეურნეო მიწისსაშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი. ესრა თქმა უნდა არის ძალიან დიდი მოტივაციაჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენიმოქალაქეებისთვის”,- განაცხადა ირაკლიღარიბაშვილმა.