პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში წარადგინა.
მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის, საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის საკითხებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა და ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ისე წარმართავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს.
ნათია თურნავას განცხადებით, გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წლის დასაწყისიდან მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა და მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დაინერგა.
„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სცენარები საჯაროდ ქვეყნდება და კომუნიკაციის ამ მიდგომით უფრო გამჭვირვალე ხდება რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. ამ ნაბიჯით სებ-მა გააუმჯობესა მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის გამჭვირვალობა, რითაც პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტიანობა გაძლიერდა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, 2025 წლის განმავლობაში ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია შენარჩუნდა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დარჩა. ამავე დროს, ინფლაციური მოლოდინები სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა, რაც მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე მიუთითებდა.
„2025 წელს ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერი იყო და რეალური მშპ-ის ზრდამ 7.5% შეადგინა, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორები იყო, რაც ამავდროულად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაზე მიუთითებდა.
საპროგნოზო მაჩვენებელი მთლიანი რეზერვების (6.47 მილიარდი დოლარი) 25%-ია. შესაბამისად, სებ-ი განიხილავს, დამატებით შეისყიდოს დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების რეზერვები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საპროგნოზო მაჩვენებელი მთლიანი რეზერვების (6.47 მილიარდი დოლარი) 25%-ია. შესაბამისად, სებ-ი განიხილავს, დამატებით შეისყიდოს დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების რეზერვები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.




