საცალო ქსელში კოკა-კოლის ფასმა 5-დან 20-თეთრამდე მოიმატა. კერძოდ, მაღაზიებში 1 ლიტრიანი კოკა-კოლის ფასი 1,40-ის ნაცვლად 1,60 გახდა. ნახევარ ლიტრიან და 2 ლიტრიან ბოთლის ფასზე მატებამ 10 თეთრი შეადგინა.
თემურ ჭყონიას განცხადებით, ფასების მატებამ 3,5 პროცენტი შეადგინა. ბიზნესმენი ფასის გაზრდას ლარის კურსს არ უკავშირებს და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელო ცვლილება ფასების კორექტირების მიზნით მოხდა. როგორც ჭყონიამ განაცხადა, ზოგიერთ შეფუთვაში ფასების კორექტირება არ მომხდარა. ფასის მატებამ 2,5-დან 5 თეთრამდე შეადგინა, თუმცა საცალო ქსელში მატება 10–20 თეთრით აისახა.
"ჩვენ არ ვთვლით რომ გავზარდეთ ფასი, უფრო მეტად კორექტირება მოვახდინეთ. სხვადასხვა შეფუთვაზე ფასმა 3,5 პროცენტით მოიმატა. საერთო ჯამში უმნიშვნელო ცვლილება ფასების მოწესრიგების კუთხით გავატარეთ“, - თემურ ჭყონია.
თემურ ჭყონია ლარის კურსის გაუფასურების გამო, ფასების მატებას მომავალშიც გამორიცხავს.