ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სტიპენდიების პროგრამაიკავებს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მოიპოვონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება 13 პარტნიორ უნივერსიტეტში. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ისინი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიური სტუდენტის სტატუსით და დასრულებული ჰქონდეს ბაკალავრის საფეხურზე სწავლების პირველი წელი.
საქართველოს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ), სადაც სტიპენდიის მოპოვება ყველა ფაკულტეტისსტუდენტს შეუძლია. გამარჯვებული სტიპენდიატებისგამოსავლენად კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოსაკადემიური მოსწრებისა და მისი დეკანისრეკომენდაცია. მეორე ეტაპზე გადასულკონკურსანტებს კი ჩაუტარდებათ გასაუბრება GAU-ს და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან, რომლის შემდეგაც გამარჯვებულებიგამოვლინდებიან.
“GAU-ის ხუთივე ფაკულტეტი თანაბრად იქნებაჩართული ამ პროექტში და კონკურსშიმონაწილეობის შესაძლებლობა ჩვენი ყველასკოლის სტუდენტს ექნება. ჩვენთვის მთავარიათითოეული ინდივიდი, მისი პოტენციალისაღმოჩენა და რეალიზება, რადგან როგორცსაქართველოს ბანკი იტყვის ხოლმე, “შესაძლებლობები უსაზღვროა”, მთავარია მასმიაგნო, მოირგო და განავითარო. ესაა ჩვენიმისია: თითოეულ სტუდენტს საკუთარი ნიჭისაღმოჩენასა და მის პროფესიად ქცევაშიდავეხმაროთ, რათა სამომავლოდ, საკუთარსაქმესა და პროფესიაში ყველა საფეხურზეეფექტური, სტრატეგიულ შედეგზეორიენტირებული და რაციონალურიგადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც მათცხოვრებასა და წარმატებას განსაზღვრავს”, - აღნიშნავს GAU-ის განვითარების სამსახურისუფროსი, გია ჩქოფოია.
„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონსაკუთარი პოტენციალი. რადგან ჩვენ გვჯერა განათლების ძალის და იმის, რომ უკეთეს მომავალს სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან. ამიტომ, ჩვენ შევქმენით საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ათეულობით სტუდენტს 100%-ით ან ნაწილობრივ სწავლას დაუფინანსებს და მისცემს წვდომას ხარისხიან განათლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში, GAU აპლიკაციების მიღებას თებერვალში დაიწყებს. გამარჯვებულის ვინაობა კი მარტში გახდება ცნობილი. გამარჯვებულ სტიპენდიატს სწავლა ერთი წლით დაუფინანსდება და გამომდინარე იქიდან, რომ GAU-ში სწავლის საფასური პროგრამების მიხედვით განსხვავებულია, სტიპენდიის მოცულობა სწორედ ამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
GAU-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღების შესახებ დამატებით ინფორმაციას მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, იდეათეკა, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.