ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ერთმმართველობა უნდა იყოს და სხვადასხვა ქვედანაყოფების კოორდინაციისთვის დამატებითი სტრუქტურების შექმნა საჭირო არ არის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ე.წ. სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრის დახურული ნაწილის დროს ისაუბრა. 

"შევქმნათ რაღაც ჯგუფი ადმინისტრაციაში, რომელიც იქ შემდეგ მუდმივად ფეხებში გამოედება მეთაურებს ეს პრობლემაა. არმიაში ერთმმართველობა უნდა იყოს",- თქვა პუტინმა.