"ნაციონალური მოძრაობა" საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას პარტიის ოფისში ოთხშაბათს გააკეთებს,-ამის შესახებ "აიპრესს" "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, სწორედ ოთხშაბათს გახდება ცნობილი, თუ ვინ და რა მიზეზით დატოვა პარტია.
არსებული ცნობით, პარტია სულ ოთხმა დეპუტატმა დატოვა: პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და სერგო რატიანმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დეპუტატები დღევანდელ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ.