უახლოეს პერიოდში, თბილისის "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ახალი ოფისი - 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ, მუხლჩაუხრელ მუშაობას - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყრილობაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დაპირების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში რაიონებში დავიწყებთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისების გახსნას, ჩვენ უკვე შევქმენით მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი ჩალაძე.
უახლოეს პერიოდში, თბილისის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ახალი ოფისი, ჩავატარებთ დედაქალაქში თბილისის კონფერენციას, ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას, ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობას, ახალგაზრდებს დამოუკიდებელი სივრცე ექნებათ.
ოფისების, შტაბების გახსნის პარალელურად, დავიწყებთ რეგიონული და რაიონული კონფერენციების მომზადებას. არცერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი. 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ, მუხლჩაუხრელ მუშაობას“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.