ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით “მსხვერპლნი” გაიხსნა.

ფესტივალის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალი 5-დან 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში მაყურებელი ოზურგეთის თეატრის სამ განსხვავებულ სივრცეში და ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში 6 უცხოური და 15 ქართული თეატრის წარმოდგენას იხილავს.