ამ წუთიდან „ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს მოსვენება არ ექნებათ, ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარიონეტულმა რეჟიმმა. ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება, ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს. ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. მივმართავ რაიონული საქალაქო ორგანიზაციების პარტიის თავმჯდომარეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს, ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე დაიგეგმება მათთან ერთად რეგიონებსა და რაიონებში აქტივობები. მესამე და მნიშვნელოვანი, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.