ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფოთში, საქართველოს დრიფტის ლიგა 2025-ის მე-2 ეტაპის შეხვედრები გაიმართა, - ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქვეყნის საუკეთესო დრიფტერებმა მაყურებლებისთვის დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს. მისი გამარჯვებული გახდა რომა ხარიტოვი.
ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო.
„სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა ფოთისთვის ტრადიციად იქცა, რომელსაც წარმატებით ვაგრძელებთ. დღეს ფოთში გაიმართა საქართველოს დრიფტის ლიგა 2025-ის მე-2 ეტაპის შეხვედრები.
მადლობა მინდა ვუთხრა BMW Club Georgia-ს და საავტომობილო სპორტის ფედერაციას, ასევე ყველა მონაწილეს დაუვიწყარი სანახაობის მოწყობისთვის.
ჩვენ მუდმივად მზად ვართ, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ყველა იმ პროექტსა და ინიციატივას, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო ცნობადსა და მიმზიდველს გახდის“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.