საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო შატილის საავტომობილო
გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე
აღდგა.
გზის სავალი ნაწილის სრულად აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილსზე მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა 3 ივლისიდან
შეზღუდული იყო.