"ჩვენ ძალიან გვიყვარს ილია მეორე, ის არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და გვახსოვს მისი მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვლოცულობდით მისთვის და ამას ახლაც გავაგრძელებთ", - ამბობს სასულიერო პირი უკრაინიდან.
"ჩვენ ვართ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. აქ ვართ ტირნოპოლის მეუფესთან ერთად, რათა მიგვეღო მონაწილეობა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაში. ჩვენ ძალიან გვიყვარს ილია მეორე, ის არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და გვახსოვს მისი მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვლოცულობდით მისთვის და ამას ახლაც გავაგრძელებთ. შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ერთობა და სიყვარული, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოავლინა. ეს არის დიდი მადლი და სასწაული. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი," - ამბობს სასულიერო პირი უკრაინიდან.




