ფოთში, 13:00 საათზე, საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური ავტოკოლონა დაიძრა. 

ფოთელი მომლოცველები თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში შეუერთდებიან, იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ჩადიან.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.