კუნძულ კვიპროსიდან თბილისში გუშინ ჩამოვედით, წარმოვადგენთ კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის არქიეპისკოპოსს გიორგის. მე პირადად ვიცნობდი ილია მეორეს, ის ჩემი სულიერი მამა იყო. 90-იან წლებში აქ ვმსახურობდით ჰუმანიტარული მისიით ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, - განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

მისივე თქმით, პატრიარქი მუდმივად ზრუნავდა საკუთარ ხალხზე.

„90-იან წლებში პატრიარქი ილია ჩამობრძანდა კვიპროსში, შედგა ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს ეკლესიებს და ქვეყნებს შორის. ჩემდა საბედნიეროდ მე ვიყავი ამ ყველაფრის შუამავალი და ამ დრომდე ვრჩები. ჩემთვის პატრიარქი ილია მეორე არის მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ წმინდა მამა, სულიერი მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი წინამძღვარი. დაობლდა არა მარტო საქართველო, არამედ სრულიად მართლმადიდებელი ერი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.