სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მიმავალ მოქალაქეებს, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, სასმელი წყალი ურიგდებათ.

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის დასვენების შემდეგ სამოქალაქო პანაშვიდზე მიმავალი ადამიანების ნაკადი არ წყდება.

ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი რიგითი მოქალაქეები ეხმარებიან თბილისის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც სასმელ წყალს უფასოდ არიგებენ.
გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა  სპეციალური პუნქტები მოაწყო, სადაც სასმელი წყლის მარაგი განთავსდა.