ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა პირველ მოადგილე გიორგი პაპიაშვილთან ერთად, სოფელ ცედანში მისასვლელი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.
თენგიზ ჩიტიაშვილმა აღნიშნა, რომ რეაბილიტირებული გზა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივებს, ისე დასახლების სტუმრებს. ხელშეკრულების ფარგლებში, მოწესრიგდება როგორც ცედნის, ასევე, სოფელ წაბლოვანაში მისასვლელი გზა.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 112 853 ლარია, თანადაფინანსებით ხორციელდება.ა