ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ და მერის მოადგილემ გურამ გოლიაძემ, აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს, მეუღლეებს და ომში მონაწილე ვეტერან ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.


​„ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ ქალთა დღეს. ვეცადეთ, დღეს განსაკუთრებით გამოგვეხატა ის მადლიერება და სიყვარული, რაც მათ მიმართ გვაქვს.
​თითოეულ ქალბატონს გილოცავთ 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებებს." – განაცხადა პაატა კუნჭულიამ.


​ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვეტერანებს ფულადი დახმარება გადასცა.