ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. სხდომაზე

მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, თუმცა, რეპლიკების ეტაპზე სხდომა გადაიდო.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება წარდგენილია აქვს მუხლით, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.