"კატარში, საქართველოს საელჩომ, ხელისუფლებასთან კოორდინაციით, ქვეყანაში ჩარჩენილ 200-ზე მეტ ტურისტს გაუწია დახმარება" - ინფორმაციას ამის შესახებ დოჰა ნიუსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კატარში ჩარჩენილი ქართველი ტურისტებისთვის ორი ჩარტერული რეისი განხორციელდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო. ტურისტებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს ელჩი კატარში ვაკო ავალიანი, რომელიც კოორდინაციას უწევდა მათ გამოფრენას.
"საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, საქართველოს საელჩომ კატარში, ქვეყანაში ჩარჩენილი 200-ზე მეტი ქართველი ტურისტის სამშობლოში დაბრუნება დააორგანიზა. განხორციელდა ორი ჩარტერული რეისი. საელჩომ ასევე ხელი შეუწყო ტრანსპორტირებას ერ-რიადსა და ომანში და სამედიცინო დახმარება გაუწია იმ ადამიანებს, რომლებიც ამას საჭიროებდნენ. საქართველოს ელჩმა კატარში, ვაკო ავალიანმა მადლობა გადაუხადა კატარის მთავრობას მხარდაჭერისთვის." - წერს გამოცემა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ინფორმაციას არაერთი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლებიც თავიანთ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიბაძონ საქართველოს და საქართველოს საელჩოს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
🇴🇲სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) - თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.
🇬🇪საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
📞საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
* ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
* ტელეფონი: +971 2 553 36 83
* 📧 ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
📞საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
* ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
* ტელეფონი: +974 44 739 499
* 📧 ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge - ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.




