ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში, მდინარე ჭერათხევის მონაკვეთზე ნაპირდამცავი/ნაპირსამაგრი კედლისა და გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
"ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა აუცილებელია შესაძლო სტიქიის პრევენციის მიმართულებით. ვაყა მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული სოფელია, ამიტომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ამ მხრივაც მნიშვნელოვანია", განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა პროექტის დათვალიერებისას.
პროექტი ხორციელდება სტიქიის პრევენციის ფონდის დაფინანსებით და მისი საერთო ღირებულება 665 639 ლარს შეადგენს.