440 მოსწავლეზეა გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ჩატარდა ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის სამუშაოები - სახურავისა და კედლების დათბუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს
სკოლა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებდა გადაუდებელ რეაბილიტაციას
სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 5.2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა