საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკაკი ალადაშვილი, ირმა ზავრადაშვილი,  გრეტა წიწავა, ზაალ დუგლაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ლიკა შარტავა და ვარლამ ლიპარტელიანი ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა "მომავლის სახლის" აღსაზრდელებს სამახსოვროდ, სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მაისურები გადასცეს.

„დღეს ვესტუმრეთ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებში“ გამართული ღონისძიების დროს გავიცანით. ჩვენ დავპირდით, რომ მათთან ურთიერთობას გავაგრძელებდით და დღეს ბავშვებს დაპირებული საჩუქრები გადავეცით. მნიშვნელოვანია ასეთი ცენტრების მხარდაჭერა. ფასდაუდებელია, აღმზრდელების მიერ ბენეფიციარების სწავლა-განვითარებაში შეტანილი წვლილი", - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.

დღის ცენტრს 6-დან 18 წლამდე ოცამდე ბენეფიციარი ჰყავს. შეხვედრისას, ბავშვების მონაწილეობით, სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობები გაიმართა.

პარლამენტის წევრებმა ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს, რომლებიც შემდგომ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.