პარლამენტის მთავარი ძალა რუტინაშია, ყოველდღიურ მუშაობაში, რომელიც ვერ ისწავლა და ვერ გამოიყენა ვერცერთმა ოპოზიციამ - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
"პარლამენტის ბოიკოტი არის უაზრო. პარლამენტში ყოფნა რომ სჯობია არყოფნას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენა გუშინდელმა დღემ. კიდევ ერთხელო იმიტომ, რომ პარლამენტის ბოიკოტის პირობებში ვერც გავრილოვის გაძევება მოხდებოდა იქედან. ამავე დროს, პარლამენტის ეფექტი არ არის მხოლოდ ხმაურიანი დღეები და სამშაბათობით პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლა. პარლამენტის მთავარი ძალა რუტინაშია, ყოველდღიურ მუშაობაში, რომელიც ვერ ისწავლა და ვერ გამოიყენა ვერცერთმა ოპოზიციამ. გარეთ პროტესტი მაშინ ღვივდება, როცა შიგნით ცხელა. ეს დაადასტურა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ოცდაათწლიანმა ისტორიამ" - წერს რომან გოცირიძე.