მე-10 მოწვევის პარლამენტს დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს არ აქვთ გეგმა, რა პრობლემას წარმოადგენს.
მისი თქმით, მათი პარტიის ოფისი საკანონმდებლო ორგანოსთან ახლოს არის, მუდმივად ღიაა და იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეებს დახმარება დასჭირდებათ, მზად არიან დაეხმარონ.
"არ ვარ არც ორგანიზატორი და არც დამგეგმარებელი, შესაბამისად ვერაფერს გეტყვით გეგმებზე. მეც დამკვირვებელი ვარ და ვაკვირდები ახალგაზრდები რას იზამენ, საით წავა ეს პროცესი, იმისთვის რომ ადეკვატური ვიყო ხვალ რომ გათენდება.
რას აპირებენ ვერ გეტყვით, ამ აქციის პრობლემაც ეს არის, არ ვიცი აქციის ორგანიზატორები რას გეგმავენ და როგორ გეგმავენ, როგორ წესი, მაგრამ, საბოლოო ჯამში რომ არავინ არაფერი რომ არ იცის, ეს ფაქტია.
მე რატომღაც მგონია, რომ ყველაფერს აკეთებს "ენჯეო" და პოლიტიკური სპექტრი იმისთვის, რომ ოპოზიციური აქცია დაშალონ, უბრალოდ ეს ხალხი არ იშლება. მიუხედავად იმისა, რომ ათასი პროფესიონალი გამოვიდა მიტინგის დამშლელი, დასაშლელად აქციების. თუმცა, მგონია, რომ ხალხს ესმის სინამდვილეში რა შარში გაგვხვია "ოცნებამ" და ამიტომ მარტივად არ იშლება და იმედია, ასე გაგრძელდება" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "კურიერთან".
ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება
ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება