ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:
"შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან/და ჩატარება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა - 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა - 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას", - წერია ინფორმაციაში.










