"არ ვიქნებოდი მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვების წინააღმდეგი იმ შემთხვევაში, თუ მეცოდინებოდა სააკაშვილის პასუხი იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულების შემდეგ,"- ამის შესახებ მეპ10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"არ ვიქნებოდი მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვების წინააღმდეგი იმ შემთხვევაში, თუ მეცოდინებოდა სააკაშვილის პასუხი იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულების შემდეგ. ვინაიდან ამას არავინ მეუბნება, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მირჩევნია, არჩევნებამდე მივიდეთ, რადგან არჩევნები გვაჩვენებს კონფიგურაციას, მინიმუმ, ოპოზიციის შიგნით, რომელიც მანამდე ვერ ლაგდება. როდესაც ვერავინ ვერაფერზე ვერ თანხმდება, არავინ არ ამბობს როგორ ქვეყანას ჰპირდება ახალგაზრდებს, არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომ ადამიანებმა დაინახონ ის კონფიგურაცია, რა კონფიგურაციითაც მოდის ოპოზიცია,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, თავის დროზე დასავლეთი იანუკოვიჩსაც დათანხმდა არჩევნების ექვსი თვით გადადებაზე, არ დათანხმდა აჯანყებული მაიდანი და შედეგად, იანუკოვიჩი გაიქცა