მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დროა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა, რომელიმე პოლიტიკურმა ძალა
"სანამ სტუდენტები გაიშალა. სანამ ეს ენერგიები დაიხარჯა, ფეიკშევარდნის მცდელობები ხომ უნდა მორჩეს. თუ შევრდნაა შევარდნა იყოს. ფეიკშევარნები, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ხარჯავ უზარმაზარ ენერგიას.
ერთ კარზეა მთელი ტელევიზია მოშვერელი, უბრახუნებენ, იქიდან წყალს ისვრიან, აქეან რაღაცას შვრებიან... ეს ხომ მაყურებლის შეურაცყოფაა, პოლიტიკური ამომჩევლის შეურაცხყპოფაც არის და ზოგადად პოლიტიკური პროცესების გაფუჭების მცდელობაც არის.
იქ არცერთი პოლიტიკოსი, გუშინ იქ სადღაც ვაშაძე კი იყო, მაგრამ, მაინცდამაინც არ მოსწონდათ.
რაღაცნაირად მოსაფიქრებელია გზა, როდესაც შენ ადგები და იტყვი, ხალხნო მოდი ასე მოვიქცეთ და მომყევით. სად იწყება ეს გზა არ ვიცი.
ჩემი მოგება რომ არ უნდათ ხომ ფაქტია, ვიღაცა ჰეითერები (პირი, რომელიც ნეგატიურად წარმოაჩენს) არიან, რომლებიც შენ გაგიფუჭებენ საქმეს, ქოცები დაღრჩებიან, ოღონდ შენ გაგიფუჭდეს საქმე.
აქციაზე ხალხი არსებობს, რომლებიც აფუჭებენ.... ყველაზე ის არიან პოლიტიკური აქტივები. ...
გუშინ ელენე ხოშტარიას აქტივისტს ვაგინე. (ელენე ხოშტარიამაც გვაგინა/ ვახო მეგრელიშვილი) ღამის ოთხს ნახევარია და იაგო ქოცი - ყვირის ვიღაცა. ხოშტარიას აქტივისტი გოგო იყო, მივედი - რანაირად არ გიტყდებათ მეთქი.
ჩემი აზრით, ყველგან ცუდად იქცევა №1 პოლიტიკური აქტივისტები, ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას( ელენე ხოშარია - "დროა"-ს ლიდერი) ამომრჩევლები, რომლების სხვას ეძახიან რუსული კანონი, რუსული ფული, გიჟობას იძახის ხალხი, რომელიც პუტინიდან ფინანსდება, ოფიციალურად ფინანსდება რუსეთის ბიუჯეტიდან." - განაცხადა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში - ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია "გირჩი პარლამენტში”.
ცნობისთვის, წუხელ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს.
რამდენიმე საათის წინ, აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნიდან საქართველოს პირველი არხის შენობასთან გადმოინაცვლეს და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს, სადაც განაცხადეს - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები - ორ საათს ვაძლევთ ვაჟა სირაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გომელაურს და პირადად ბიძინა ივანიშვილს
ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ასევე, გადაკეტეს თამარ მეფის ხიდზე გადასასვლელ მონაკვეთზე და კოსტავას ქუჩიდან ჩამომავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა.
გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე
ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.