საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავს: „აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა "იმედი", "პოსტ ტვ", "ალტ ინფო" და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის“.
„ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი! მატყუარა რომ ხარ გასაგებია, კანონის რუსულობაზე შენც თუთიყუშივით იმეორებ მესიჯს, მაგრამ ნაცებზე უარესი ნაცი აღმოჩნდი, ტელევიზიებს არბევ, როგორც შეგიძლია ისე, იარლიყებს აკერებ, ცდილობ ფაშისტურად გარიყო ადამიანები, გამოყო დანარჩენი ხალხისგან და ღირსება წაართვა. ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ! დავალების ცივსისხლიანად შემსრულებელი ფაშისტი! და სახალხო დამცველი გერქვა!.. ეს ქვეყანა უსამშობლო ფაშისტებს არ შეეგუება, ამ ქვეყანას თავისი ხასიათი აქვს! ბარემ ვინ გაფინანსებს, შენით გამოაქვეყნე და ხალხიც უკეთესად მიხვდება, ვის ინსტრუქციას მიყვები. მაშველ რგოლად რომ გამოხტებიან-ხოლმე, იმ რუსების თუ სხვების - ორმაგები არ გვიკვირს შენი ბელადი სააკაშვილის გადამკიდე, მაგას ეახლე ხოლმე და ჩამოართვი ხელი…“ - წერს სოციალურ ქსელში დიტო სამხარაძე.