კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ? სიხარულიც ფეიკური აქვთ - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე, რომელმაც დღეს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა ე.წ. აგენტების შესახებ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების უკან გაწვევას.
კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ? სიხარულიც ფეიკური აქვთ ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა! საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი! შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავთ