ნაცები და ომის პარტია სერიოზულ პროვოკაციას აწყობდნენ, რამდენიმე არასრულწლოვანის ლიკვიდაცია უნდოდათ, მუხტის ასაწევად და სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად! დაგეგმილად აპირისპირებდნენ ბავშვებს პოლიციასთან. სპეციალურად დატრენინგებული მძორები ჰყავდათ ჯგუფის მეთაურებად, რომლებიც ისროდნენ პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რათა პოლიცია გაეღიზიანებინათ მაქსიმალურად და გამოეყვანათ მწყობრიდან. რეაგირების დროს კი ტოვებდნენ ლოკაციებს და პატარა გოგო-ბიჭებს უშვებდნენ პოლიციის კორდონთან, რომ შემდეგ გამოწვეული ბრაზი მათკენ ყოფილიყო მიმართული. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ესენი არიან მანიაკები! ამიტომ, როგორც ამ პატარა ბავშვების სიცოცხლე შევინარჩუნეთ და კანონი გავიწვიეთ, ისევე შევუშლით ხელს ქვეყნის არევაში და მაიდნების მოწყობაში! ჩვენ ჯერ ნაცებზე შეტევაზე არ გადავსულვართკიდევ ერთხელ, მადლობა მინისტრ ვახო გომელაურს და სამინისტროს სრულ შემადგენლობას. პატარა საბაბიც საკმარისი იქნება, რომ ჩაგაქროთ
ვიმეორებ, კანონი გაწვეულია და ნებისმიერ პროვოკაციაზე პირდაპირ ნინო ლომჯარია და ნაცური ენჯეო-პარტიები იქნებით პასუხისმგებლები და მერე ვნახოთ როგორ გააფეიკებთ" - წერს დიტო სამხარაძე.