ამის შესახებ შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანარ ალიევმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე „აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
ანარ ალიევის თქმით, 2026 წელს საშუალო პენსია გაიზრდება 9.2%-ით და 590 მანათს (1 აზერბაიჯანული მანათი უდრის1,5917 ლარს - „აიპრესი“) გაუტოლდება, ხოლო ასაკით პენსიონერთა პენსია 629 მანათამდე.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსულმა დეპუტატმა მუსა გულიევმა აღნიშნა, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტი ანუ საშუალო პენსიის თანაფარდობა საშუალო თვიურ ხელფასთან, შესაბამისად 49.05% და 50.4% იქნება (აზერბ.იჯანის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საშუალო ხელფასი 1093,8 მანათი იყო - „აიპრესი“), რაც შეესაბამება სოციალური უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციას.




