ნაძალადევის რაიონში მრავალსართულიანი შენობის აივნების რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, საერთო სარგებლობის აივნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ზღვისუბნის მე-3 მ/რ, მე-5 კვარტლის N15 კორპუსში მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, 205 კვ.მ ფართობზე რკინაბეტონის აივანი მოეწყობა და გადაიხურება, ასევე, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი.
მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზღვისუბანში ირაკლი ბენდელიანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 205 000 ლარია გათვალისწინებული.








