ხვალ კანონი ჩავარდება! ამის შემდეგ, ყველა შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე, პირდაპირ ნაციონალები და მათი ენჯეოშნიკები იქნებიან პასუხისმგებლები! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რომ შევაჯამოთ! კანონის გაწვევას ითხოვდით? თან ამბობდით რომ არაპარტიულები ვართ და ნაცების დედაცო? დაგიკმაყოფილეთ! დაკავებულების გაშვება მოითხოვეთ? სტუდენტები არიან და ნაცები არ აინტერესებთო? დაგიკმაყოფილდათ! ახლა რას ითხოვთ? ნაცების მობრუნებას? აი მაგ მოთხოვნას შევაკვდებით და ნაცებს ხელისუფლებას არ დავუთმობთ! ხვალ კანონი ჩავარდება! ამის შემდეგ, ყველა შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე, პირდაპირ ნაციონალები და მათი ენჯეოშნიკები იქნებიან პასუხისმგებლები!“- წერს დიტო სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 10 მარტს, 11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.