უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
"მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება დასვამს წერტილს. ძალიან გამიხარდება ამ სახელმწიფოების (ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა) ხალხების გამო. უკრაინის გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის, შექმნის დემოკრატიას და საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს", – განაცხადა ზელენსკიმ.