უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, ისე, როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
„უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა. ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინული ძალები წინ მიიწევენ, ყველაფრის მიუხედავად. რასაც არ უნდა საუბრობდნენ, ჩვენ წინ მივდივართ. როდესაც რუსეთი მიტაცებული ტერიტორიებიდან უკან იხევს, მაშინ, უბრალოდ, ხუჭავს თვალს ამაზე, ხუჭავს თვალს სისუსტეზე. ასევე, რუსულ საზოგადოებას შეუძლია, თვალი დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყირიმის პლატფორმის მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მომზადებაა.