უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება. ეს განცხადება ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერმინისტრთან კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, საბერძნეთი უკრაინელ მფრინავებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადებს.
"დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი მფრინავების მომზადებაში F-16-ზე" - თქვა ზელენსკიმ და საბერძნეთს პრემიერს უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.