ღაზას სექტორზე დარტყმები მალე ისეთი ინტენსივობის იქნება, როგორიც ამ რეგიონს აქამდე არასდროს უნახავს" - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი.
მისი თქმით, "თამაშის წესები მთლიანად შეიცვალა".
ამავდროულაფ The Times of Israel იუწყება, რომ ისრაელში პალესტინელების თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვმა 700 ადამიანს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ათობით პოლიციელი და ჯარისკაცი. გარდა ამისა, დაშავდა 2100-ზე მეტი ადამიანი.
ასევე ცნობილი გახდა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოხალისეებმა 260 ცხედარი აღმოაჩინეს ადამიანების, რომლებიც ესწრებოდნენ ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალს სამხრეთ ისრაელში.