ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი სპიკერი დენიელ ჰაგარი აცხადებს, რომ სამხედროებმა გუშინ დაწყებული ბრძოლების დროს 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზის სექტორში, ათობით ტერორისტი კი დაატყვევეს.
"ამ საათის მდგომარეობით, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან, მიმდინარეობს ჩხრეკა უამრავ ქალაქში. ყველა ქალაქში არიან ისრაელის თავდაცვის ძალები, არ არსებობს ქალაქი, სადაც ისინი არ არიან“, – განაცხადა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე.
ჰაგარი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მისიაა ღაზის საზღვარზე მდებარე ქალაქებიდან ყველა მცხოვრების ევაკუაცია, ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლების დასრულება, უსაფრთხოების ბარიერის დარღვევის გაკონტროლება და ტერორისტების ზონაში დარტყმების გაგრძელება.