ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა.

ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი, 100-ზე მეტი პირი კი გატაცებულია და ტყვეობაში იმყოფება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე მიტანილი საპასუხო ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია 370-მდე ადამიანი.