პარასკევს, შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტესთან ახლოს, მოსკოვის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული, რუსული ენერგომატარებლების წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული ორი ტანკერი დაზიანდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე ტანკერი უკრაინული საზღვაო დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა. დღეს, ესტონეთის ნაციონალურ რადიო არხ Vikerraadio-ს პროგრამა Välistund-ს სტუმრობდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგნუს ცაჰკნა, რომელსაც წამყვანმა, ინდრეკ კიისლერმა, ჰკითხა, მისცა თუ არა ესტონეთმა უკრაინელებს სიგნალი, თავი შეეკავებინათ ბალტიის ზღვაში მსგავსი თავდასხმებისგან.

„რუსული გაზისა და ნავთობის დაახლოებით 60% ექსპორტირება ფინეთის ყურის გავლით ხდება და ეს უზარმაზარ ტვირთად რჩება დაახლოებით ექვსი საზღვაო მილის სიგანის კორიდორისთვის. ჩვენ არ გვითქვამს: „აქ არ შეხვიდეთ“, მაგრამ არ იქნებოდა გონივრული, თუ უკრაინა რუსეთის ხომალდებს ბალტიის ზღვაში შეუტევდა, რადგან ამან შეიძლება სერიოზულად გაამწვავოს სიტუაცია ბალტიის ზღვაში“, - უპასუხა ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ პასუხით უკმაყოფილო რიიგიკოს დეპუტატმა ვარო ვიოოგლადმა თავის პოზიცია სოციალური ქსელში დააფიქსირა.

არ იქნებოდა „გონივრული“? უფრო მარტივი ხომ არ იქნებოდა უკრაინელებისთვის ღიად და ერთხმად ნათლად განემარტათ, რომ ბალტიის ზღვაში სანავთობო კატასტროფის გაჩაღება ნებისმიერ ვითარებაში მიუღებელია? არათუ „გონივრული“ არ იქნებოდა, არამედ „აბსოლუტურად მიუღებელია“, წერს ვარო ვიოოგლადი და ამ მომენტისთვის მის პოსტსტზე არსებული კომენტარების თანახმად, მას ყველა ეთანხმება.