ასეთი კითხვით რიიგიკოგუს კონსერვატიულ-სახალხო პარტიის ფრაქციის წევრმა, ვარო ვოოგლაიდმა მიმართა ესტონეთის რიიგიკოგუს საინფორმაციო სხდომაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას. 

რიიგიკოგუს საინფორმაციო სხდომაზე ვარო ვოოგლადმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას შეახსენა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ესტონეთის მიერ საბჭოთა მენტალიტეტის ჯერ კიდევ ვერმოშორების შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს კომენტარი დიდწილად განაპირობა საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებებმა საქართველოს მიმართულებით.

ჩვენ გვახსოვს, როგორ წახვედით თბილისში ივნისში ოპოზიციის დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად, ხალხის გამოსვლის და, ფაქტობრივად, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის და მთავრობის დამხობისკენ მოწოდებით. ახლა კი თქვენ იმავე მიმართულებით წახვედით რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ესტონეთისა და ლიტვის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს არ მიიღებდნენ.

ამასთან, მათ სინანული გამოთქვეს, როგორც უკვე ითქვა, რომ ესტონეთმა და ლიტვამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მაინც ვერ მოიშორეს საბჭოთა მენტალიტეტი. „რადგან ჩვენ პატივს ვცემთ ლიეტუველებსა და ესტონელებს, მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება. ჩვენ გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ ცალმხრივი მეგობრობა ორივე ქვეყანასთან, რათა არ დაზიანდეს ტრადიციული კავშირები საქართველოს, ესტონეთისა და ლიტვის ხალხებს შორის“.

ჩემი შეკითხვაა, რატომ მოქმედებთ სისტემატურად ისე, რომ აზიანოთ ესტონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და ამით არღვევთ პრინციპს, რომელიც არის საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ელემენტარული მდგენელი და ასახულია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციაში და რომლის თანახმადაც ქვეყნებმა უნდა შეიკავონ თავი ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩარევისგან? როგორ აწყობს საქართველო თავის საშინაო საქმეებს, ეს მათი საქმეა, ისევე როგორც ესტონეთი როგორ აწყობს თავის შიდა საქმეებს, ესტონეთის საქმეა. ისევე, როგორც ესტონელი პოლიტიკოსებისთვის შეუფერებელია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, ასევე შეუფერებელი იქნება ქართველი პოლიტიკოსების ჩარევა ესტონეთის საშინაო საქმეებში. რატომ აკეთებთ ამას?

თქვენ სიტყვაში უხვად იყო შთამბეჭდავი ლოზუნგები და ცოტა რა რეალობიდან. ლოზუნგებზე პასუხს არ ვაპირებ, მაგრამ ნათქვამთან დაკავშირებით ბევრს ვერ დავეთანხმები. დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპის მრავალი სხვა ქვეყანა, თქვენი თქმით, იმავეს აკეთებს. არა! ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არ ესწრებიან ქართული ოპოზიციის დემონსტრაციებს და არ აწესებენ სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ცნობილია, რომ თავად ევროკავშირმა ეს არ გააკეთა, რადგან არ ეთანხმება ამას.

თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს ხალხს აქვს უფლება განსაზღვროს თავისი მომავალი. „მაგრამ ეს როგორ ხდება? ეს, პირველ რიგში, არჩევნების გზით ხდება“. ხელისუფლებაში ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც ანდობენ საქართველოს მომავალს. საქართველოს სრული უფლება აქვს, ევროკავშირთან მიმართებით თავის ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს და ამიტომ ბრალდება, რომ თქვენი ქმედებები საბჭოთა მენტალიტეტს ასახავს, ​​სავსებით სამართლიანია. საბჭოთა მენტალიტეტი აფასებს მორჩილებას და არა დამოუკიდებლობას.

ქვეყნები თავისუფლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, მათ შორის, ევროკავშირთან მიმართებით. მე კარგად მესმის ქართველების სურვილი, არ გახდნენ შემდეგი უკრაინა.

ახლა კონკრეტული კითხვა: „თქვენ თქვით, რომ საქართველოში ხელისუფლებაში არადემოკრატიულად არჩეული ჯგუფი მოვიდა. გთხოვთ მოგვაწოდოთ მტკიცებულებები, რომ საქართველოში არჩევნები არადემოკრატიული იყო“.

კითხვებზე პასუხით უკმაყოფილო დეპუტატმა რიიგიკოგუს საინფორმაციო სხდომის სპიკერს მიმართა.

მინდა გამოვხატო პროტესტი თქვენი მისამართით, პატივცემულო თავმჯდომარევ, რადგან თვალს ხუჭავთ მეგობრის და თანაპარტიელის სრულიად აშკარა უწესობაზე. თქვენ მშვენივრად მოისმინეთ, რომ მე დავსვი ორი კითხვა. ჩემი პირველი შეკითხვაა, როგორ ამართლებს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფონზე, რომელიც კრძალავს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას. ამ კითხვაზე პასუხი იყო ნულოვანი. „ამ კითხვაზე იოტისოდენა პასუხიც კი არ იყო!“

ჩემს დამაზუსტებელ კითხვაში მე ვთხოვე საგარეო საქმეთა მინისტრს, ეთქვა, რა მტკიცებულებები გააჩნდა საქართველოში არჩევნების არადემოკრატიულობის შესახებ მის ძალიან სერიოზულ ბრალდებასთან დაკავშირებით. და ისევ პასუხი ზუსტად ნული იყო. „მოისმინეთ თუ არა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში არჩევნები არადემოკრატიული იყო? არა, არ მოგისმენიათ, რადგან მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს!" სამაგიეროდ, ის სულ მცირე სამჯერ ან ოთხჯერ ცდილობს მსმენელის შეცდომაში შეყვანას, კითხვის ავტორს კრემლის ნარატივების გამეორებაში ადანაშაულებს და მცირედ განმარტებასაც კი არ იძლევა, თუ რას ეხება ეს ნარატივები.

მე დავსვი კონკრეტული კითხვები, რომლებიც კონკრეტულ პასუხებს მოითხოვს და თუ ასეთ სიტუაციაში არ ერევით და რესპონდენტს პირადი შეურაცხყოფის შეწყვეტის და კითხვებზე პასუხის გაცემისკენ არ მოუწოდებთ, ასეთი ქმედებით თქვენ სრულიად უსამართლოდ ანიჭებთ უპირატესობას თქვენს მეგობარს და თანაპარტიელს. აღარაფერს ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, უბრალოდ სისულელეა. ჩვენ ყველამ ვიცით ეს ფაქტები. ეს დემონსტრაციები არ იყო მშვიდობიანი, პირიქით, ადგილი ჰქონდა ძალიან ფართო გარე ჩარევას, რომ აღარაფერი ვთქვათ ფერადი რევოლუციებზე, მაგრამ ეს ცხადია.

“ჩემი პროტესტი მიმართულია თქვენი ქმედებების წინააღმდეგ. თვალებს ხუჭავთ და არ ერევით იქ, სადაც საჭიროა, რომ ჩაერიოთ".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, რიიგიკოგუს საინფორმაციო სხდომაზე, ვარო ვოოგლაიდმა მწვავედ გააკრიტიკა ესტონეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.