ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა 20minutos-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმით 2026 წელს პენსიები 2,7 პროცენტით გაიზრდება, მინიმალური პენსიები კი 7 და მეტი პროცენტით..
შედეგად, 2026 წელს საშუალო პენსია თვეში 1511,5 ევროს ნაცვლად 1 552,3 ევრო გახდება, რაც წლიურ გამოსახულებაში 21 161 ევროდან 21 732,2 ევრომდე (ესპანეთში პენსიონერები ივნისში და საშობაოდ ყოველთვიური პენსიის ოდენობის შესაბამის ე.წ. საპრემიო პენსიას იღებენ - „აიპრესი“) ანუ 571 ევროთი ზრდაა.
პროცენტულად საშუალო პენსიაზე უფრო მეტად იზრდება მინიმალური პენსია. 2026 წელს მარტოხელა პენსიონერთა მინიმალური პენსია 7 პროცენტით გაიზრდება და წელიწადში 13 106,8 ევრო გახდება ამჟამინდელი 12 241,6 ევროს ნაცვლად, ხოლო მათი მინიმალური პენსია, ვის კმაყოფაზედაც მეუღლე ან შვილია, 11,4 პროცენტით გაიზრდება და წლიურად 17 592,40 ევროს მიაღწევს არსებული 15 786,4 ევროს ნაცვლად.








