ARD-Deutschlandtrend-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 48% მხარს უჭერს პენსიების დონის სტაბილურობის შენარჩუნებას უჭერს მხარს.
გერმანელების აბსოლუტური უმრავლესობა (90%) საპენსიო სისტემის გრძელვადიან ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას არაიდეალურ ან თუნდაც არახელსაყრელ საკითხად მიიჩნევს. აბსოლუტური უმრავლესობა (79%) ასევე არაიდეალურ ან არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ტვირთის განაწილებას ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის. ეს შედეგი მიღებულია Infratest Dimap-ის მიერ ARD-DeutschlandTrend-ის (საზოგადოებრივი სამაუწყებლო ქსელი და ყოველდღიური გაზეთები) დაკვეთით ჩატარებული წარმომადგენლობითი გამოკითხვის შედეგად, რომელიც ამ კვირის ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით ჩატარდა.
ამგვარად, რეფორმის აუცილებლობაზე ზოგადი შეთანხმება არსებობს ამომრჩეველთა ყველა ასაკობრივ ჯგუფს შორის. ფედერალური მთავრობაც აღიარებს ამ საჭიროებას და გეგმავს საპენსიო კომისიის შექმნას წინადადებების შესამუშავებლად. სამთავრობო კოალიცია უკვე შეთანხმდა ე.წ. „აქტიურ პენსიებზე“ (მომუშავე პენსიონერთა უფლება, ჰქონდეთ თვეში 2000 ევრომდე დაუბეგრავი შემოსავალი). გამოკითხულთა 78% ამ შეთანხმებას დადებითად აფასებს, - წერს „ტაგესშაუ“.
კოალიციური პარტნიორები ასევე თანხმდებიან, რომ თუ ხელფასები გაიზრდება, პენსიები იმავე ოდენობით უნდა გაიზარდოს. ეს ასევე მხარდაჭერას პოულობს მოსახლეობაში: 69% მიიჩნევს, რომ მათი ერთმანეთისგან განცალკევება არასწორია.
კოალიციურ პარტნიორებს შორის განხილვის მთავარი თემა იყო საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს პენსიის განაკვეთი საშუალო ხელფასთან მიმართებით (ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტი) 2031 წლიდან. CDU/CSU-ის (გერმანიის ქრიასტიან-დემოკრატიული კავშირი და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი) „ახალგაზრდულ ჯგუფს“ სურდა 2031 წლიდან 48%-იანი დონის თავიდან აცილება. ამჟამად, ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს: გამოკითხულთა უმრავლესობა (76%) პენსიის განაკვეთის 48%-ზე დაბლა შესაძლო შემცირებას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდას უმრავლესობა (81%) კვლავ უარყოფს.
საქართველოში ჩანაცვლების კოეფიციენტი, გაანგარიშებული ბიუჯეტის კანონზე და საქსტატის ამჟამინდელ მონაცემებით 2026 წლის 1 იანვრისთვის ნავარაუდევ საშუალო ხელფასზე (2400 ლარი) დაყრდნობით, მომდევნო წლის დასაწყისში 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის 15,4%-ს, 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერთათვის კი 20,6%-ს გაუტოლდება, ხოლო თუ ჩავთვლით, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტი მედიანურ საშუალო ხელფასთან (1465 ლარი 2025 წელს 2024 წლის საშუალო მედიანური ხელფასის 10%-იანი ზრდის დაშვების შემთხვევაში) მიმართებით უნდა იანგარიშებოდეს. მაშინ, შესაბამისად, 25,3%-ს და 33,8%-ს.




