ამის შესახებ ინფორმაციას სერბული გამოცემა kurir-ი ავრცელებს.
1 დეკემბრიდან პენსიები 12.2 პროცენტით გაიზარდა. პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, პენსიონერები მომატებულ პენსიას შობამდე მიიღებენ. პენსიების 12,2 პროცენტით ზრდა ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში საშუალო პენსია 432,5 ევროდან 485 ევროს მიაღწევს, - წერს kurir-ი.
ცნობისთვის, 2025 წლის 25 ნოემბრის მონაცემების თანახმად, სერბეთში საშუალო ხელფასი 150 927 დინარი (1283 ევრო) იყო, მედიანური ხელფასი კი 117 916 დინარი (1002 ევრო). მაშასადამე, ჩანაცვლების კოეფიციენტი შეადგენს დაახლოებით 37.8 პროცენტს საშუალო და 48,4 პროცენტს მედიანურ ხელფასთან მიმართებით. საქართველოში ჩანაცვლების კოეფიციენტი, გაანგარიშებული ბიუჯეტის კანონზე და საქსტატის ამჟამინდელ მონაცემებით 2026 წლის 1 იანვრისთვის ნავარაუდევ საშუალო ხელფასზე (2400 ლარი) დაყრდნობით, მომდევნო წლის დასაწყისში 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის 15,4%-ს, 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერთათვის კი 20,6%-ს გაუტოლდება, ხოლო თუ ჩავთვლით, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტი მედიანურ საშუალო ხელფასთან (1465 ლარი 2025 წელს 2024 წლის საშუალო მედიანური ხელფასის 10%-იანი ზრდის დაშვების შემთხვევაში) მიმართებით უნდა იანგარიშებოდეს. მაშინ, შესაბამისად, 25,3%-ს და 33,8%-ს.




